vassss's blog

vassss
35, Tbilisi, Georgia

საით აღარ ვცადე წასვლა,

გზები მაინც შენთან მოდის...

მჯერა, რომ ვიქნებით ერთად,

მჯერა, მაგრამ ნეტავ როდის?..


შენი მონატრების გარდა,

გული ვეღარაფერს იტევს ,

"მასაც უყვარახარო, თითქოს"-

გუშინ ეს ამბავი მითხრეს.


ხშირად იმედები მათრობს,

ხანაც მიპყრობს დიდი დარდი,

ასე როდის დამიპყარი?

ასე როდის შემიყვარდი?


ჩვენი გაცნობიდან დღემდე-

ყველა წამი, წუთი მტკივა

მოდი შემომხვიე ხელი

თორემ გაზაფხულზეც მცივა


გადამივიწყეო ამბობ,

აღარ იფიქროო ჩემზე,

იქნებ ისიც მითხრა როგორ?

როგორ არ ვიდარდო შენზე?


ჩქარა თორემ წლები გარბის,

და ეს გაზაფხულიც ქრება

გულს კი მოსაწმენდად ცრემლის-

მხოლოდ მოგონება რჩება


შენ ხარ მონატრება ჩემი,

შენ ხარ სიყვარული - წრფელი,

ახლაც იმედები მათრობს,

ახლაც ძველებურად გელი...




დიალოგი მეორე მე-სთან

(ცოტათი იუმორესკა :) )


-არ ეშვები ხომ, ლექსების წერას?
პოეტობა მომინდომა ბიჭმა..
მომიყევი აბა ჩვენს თავს რა ხდება
აგაბორგა გრძნობებმა და ნიჭმა?

-რა გაცინებს? მე სულ არ მეცინება,
მონატრებამ ამირია გზები,
შენ ეს მგონი საერთოდ არ გადარდებს,
მიყურებ და თან სიცილით კვდები..

-ეგ მეც ვიცი - სიყვარული გვწვევია,
მერე რატომ ვიშვიშებ და ტირი?
მაგისათვის ჩამოყარე ყურები?
მაგისათვის ჩამოუშვი ცხვირი?

-აბა რა ვქნა, ისე შორ-შორს დაფრინავს...
ისე მკაცრად დაიჭირა თავი,
კი ვიცოდი, ერთად როდის გინახავს?
არც არასდროს - ბულბული და ყვავი.

-ვერ გავიგე რა გჭირს, რა გემართება?
გიპოვია ოცნება და ჩივი?
უოცნებოდ სულელები კვდებიან,
უოცნებოდ ს ი ც ო ც ხ ლ ე ა ცივი.

-კი ვიპოვე, მაგრამ პოვნა რას შველის?
ან რად მინდა ბოლოს თუ არ ახდა?
რა უღმერთოდ მენატრება არ…



u s a t a u r o d

personajebi :

me

asaki : 23

statusi : mosazeli

daviti

asaki : 57

statusi : megobari

(dafuzvnebulia namdvil ambavze, romelic wuxelis daiwyo da memgoni jerac ar damtavrtebula)

shetyobineba gagzavnilia. teqsti : "davit cudad var, gushin davliet da mere iq wavedit sadac galeshili idiotebi dadian. dges dilas shemezizga chemi tavi eklesiashi, da im gogos mimartac araadamianuri sibraluli vigrzeni-cota pirad cxovrebazec vilaparaket da... sxva dros ar migrzvnia tavi ase sashinlad, albat imitom, rom eklesiashi ar wavsulvar meore dges .vis mivadge? vis vutxra es yvelaferi? romeli mamao shemindobs imas, rom mashin roca mteli…


25.08.2012

ომი საშინელებაა! ზოგადად, სიცოცხლით, სისხლით და ხორცით იკვებება და ძალიან კარგი მადა აქვს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა სიცოცხლეები უყვარს. მისი საუკეთესო მეგობარი სიკვდილია.
რას იტყვით, როგორია? - პირტიტველა ბიჭისათვის ამ ყველაფერთან გამკლავება?
მაგრამ !
ისინი მართლები იყვნენ, თავიანთ მიწას იცავდნენ, მათი ხელმძღვანელი გიორგი კვინიტაძე იყო, სასწავლებელში ივანე ჯავახიშვილი ჰყავდათ ისტორიის ლექტორად , ლიტერატურაზე კი ვასილ ბარნოვთან საუბრობდნენ.
ბრძოლის ველზე მათივე საცოლეები იყვნენ მედდებად...მოდი და ნუ იომებ, მოდი და დაზოგე თავი..
აი რატომ სჯობნიდა ოთხასი იუნკერი ათასობით მეთერთმეტეარმიელს...
მშურს თქვენი ბიჭებო!
ხანდახან უდიდესი რომანტიკაცაა ომი , როგორც ჩანს.. :)


მურთაზ(ი)ს ხომ იცნობთ? თუ არ იცნობთ გეტყვით - ერთ-ერთია იმ არაჩვეულებრივი ადამიანებიდან, რომლებთანაც შეხება მაქვს. სოლოლაკში იგირავა ბინა ახლახანს. რა თქმა უნდა ახალმოსახლეობა აღვნიშნეთ.

სამწვადე მაყალზე დააწყვეს ბიჭებმა, მე და მურთაზი პურზე გამოვედით.

-სიონის თონეში ხარ ნამყოფი? - მკითხა თბილისურკილოდაკრული მეგრული კილოთი.

-არა

-არ გრცხვენია ბიჯო?

მიწისქვეშ ჩასასვლელს მივადექით, ორჯერ მოვუხვიეთ ქვემოთ ჩამავალ კიბეზე და დიდი დარბაზი გამოჩნდა,

აგურით ნაშენი, ულამაზესი თაღებითა და კედლებით. ჩვენსა და დარბაზს შორის მდგარ დახლთან გავჩერდით. თონეებში, როგორც წესი, ცხელა, მაგრამ მაშინ სიცხე ნამდვილად არ მიგრძვნია. ჯერ გარემო მომეწონა ძალიან და საოცარი სიზუსტითა და ოსტატობით ამოყვანილი კედლების თვალიერებას, რომ მოვრჩი, ზორბა, ფქვილში ამოგანგლული მეპურეც შევამჩნიე.

-გამარჯობა, ათი პური გვინდა.

სალამზე თავის…


16.05.2012

ბარდნის უჩუმრად, რუხად..

ალბათ მუხლამდე დადებს...

ჯირკი უყვება ბუხარს-

დათოვლილი ტყის ამბებს..

სუფრას ვუსხედვართ სამნი,

ჩემი ბავშვობა და -მე,

თამადად გადაფიფქული

ზამთრის უძილო ღამე...

თაგუნა უფრთხობს ტკბილ ძილს,

ჩემი ბავშვობის ლანდებს.

მოდის ახალი წელი,

და ათოვს ზამთრის ბაღებს..



ამ ციხის რამდენი მცველი აუჩეხავს ბუზივით გარს შემოხვეულ მტერს, იმ კედელთან, რომელზეც ახლა შენ შენს სახელს ჩხაპნი დანით, რამდენ მამას მოკვდომია შვილი თვალწინ, ანდაც პირიქით- რამდენ შვილს მამა. დააკვირდი იმ ადგილს სადაც ახლა დგახარ, კარგად დააკვირდი, რამდენიმე წამით არ მოაშორო თვალი ერთ რომელიმე წერტილს, ხედავ მეწამულ ფერებს?? დახუჭე თვალები. წამით გააცოცხლე ცნობიერებაში ის მცველი, ის მამა, ის შვილი, ამას თუ მოახერხებ ხმასაც გაიგონებ: ყიჟინის, ღრიალის, გოდების, გამარჯვების, დამარცხების, აღტაცების, ვაჟკაცობის, სიმხდალის, ხმალზე ხმლის ცემის ს ი კ ვ დ ი ლ ი ს ხმას .. სუნიც გეცემა - დამწვრის, სისხლის, ადამიანის ხორცის სუნი ! გადაიხედე ქონგურებს მიღმა, იწვის ქალაქი,…


ერთი ლექტორი გვყავდა - რიჩარდ მეგრელიშვილი, უსაყვარლესი და უკეთილშობილესი ადამიანი. ერთხელ ასეთი რამ გვითხრა : ”ადანიანი ორ რამეში არ უნდა შეცდეს - პირველი პროფესისას, რომ ირჩევს, და მეორე - მეუღლეს”-ო. იური ნიკულინისთვის უკითხავთ ”თქვენი აზრით რა არის ბედნიერება?”-ო, ნიკულინს, მარტივი და გენიალური პასუხი მიუცია : ” როდესაც სამსახურში მიდიხარ და გიხარია და სამსახურიდან შინ ბრუნდები და ეგეც გიხარია, ”-ო. კარიერა და ოჯახი, მთავარი როლის შემსრულებლები ”ფილმში” - ”ჩვენი ბედნიერება”. თუ სამსახურიდან გამოსულს, იმის განცდა არ გახარებს, რომ შენს უსაყვარლეს ადამიანებს ნახავ (დედას, მამას, დედმამიშვილს, მეუღლეს, შვილს..), თუ არ იცი, რომ ვიღაც გელოდება მიუხედავად იმისა, თუ რა დროს დაბრუნდები,თუ სახლში მისულს…


”უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.

ნ. დუმბაძე ”თეთრი ბაირაღები”

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს N1

მე და ჩემი მეგობრის ოჯახმა, გასეირნება მოვაწყვეთ ამას წინათ კოჯორში. ორი ბავშვი ჰყავს.
ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი, სიგრილე, კოცონი, კონიაკი, გიტარა...
-მამა ეშეთი მეჩ ხო მაქ?
-სად იპოვე შე მაიმუნო , გადააგდე დროზე ! თეონა მოხედე ამ ბავშვს - გიორგიმ ისე დაუყვირა უფროს ბიჭს , რომ მეც შევხტი და ჩემდაუნებურად ბავშვისკენ გავიხედე - ბუნჩულა ხელში პატარა ხის ტოტი ეჭირა , ტოტზე კი გაყვითლებული, ნახევრად…


მშვენიერი ამინდია დღეს, თან შაბათია...

მუსიკას ვუსმენ მობილურით, ("ნაუშნიკი" როგორაა ქართულად იცით ვინმემ?) ბოლო ხმაზე მაქვს აწეული... (ნიაზ დიასამიძე – გალაკტიონი )

ცოტა ლუდი, ცოტა სიგარეტი...

ვიცი რომ ამწუთას, სადღაც, რომელიღაც ლამაზი ქალი ჩემს ჩანაწერს კითხულობს, არ აქვს მნიშვნელობა მოეწონება თუ არა, ხომ კითხულობს ... : )

ზეგ თეატრში მივდივარ...

....

ცხოვრება მშვენიერია... ;)



← previous 1 2 3 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes