****'s blog

****
39, Zugdidi, Georgia

მეოცნებე ვარ"
რაზე ოცნებობ ?
"ყველაფერზე"
როგორ ახერხებ?
"ყველაფრის ლამაზად დანახვას ვცდილობ"
მეოცნებე რას გრძნობს?
"სიამოვნებას, სუნთქვაც კი სიამოვნებს"
შეგიძლია გაბრაზდე?
"ღიმილი და ფრენა მირჩევნია"
გძულს?
"სიყვარული მირჩევნია"
რა გქვია?
"ადამიანი"
ადამიანს სახელი უნდა ჰქონდეს
"ჯერ ადამიანი უნდა გერქვას და სახელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს"
რას ისურვებდი?
"ფრენას"
სად გაფრინდებოდი?
"ცისარტყელის გარშემო ვიფრენდი, ღრუბლებში ვიოცნებებდი"
რა გიყვარს?
"მზე"
"თბილი სიო"
"წვიმა"
რატომ?
"როცა მზეა ჩრდილიცაა "
"ბევრი კარგი რამ მაგ დროს ორია"
"წვიმა გვასველებს და ადამიანის ნაკვთები უკეთესად ჩანს"
"სიო როცა უბერასვ, ყველაზე ლამაზი ვარცხნილობა მაშინ აქვს ადამიანს"
დაგემშვიდობები...
"კარგად იყავი და... ძალიან მიყვარხარ"
მე სულ ცოტა ხანი გესაუბრე
"ხომ მესაუბრე... საკმარისია "
მასე შენ ყველა უნდა გიყვარდეს
"ყველა მიყვარს"
 


შეჩერდი,წამო!სად გარბიხარ,სად გეჩქარება?
შეჩერდი,წამო!შენ ხომ უკან არ დაბრუნდები!
,,შეჩერდი,წამო!"-ასე გითხრა ღამე ნათევმა,
როდესაც ცაზე გაკიაფდა ტანჯვის ღრუბლები!
შენ კი არ გესმის შენი სმენა ხომ დახშულია,
ისევ მიდიხარ,მიგაქროლებს დროის მერანი!
ჩვენი ცხოვრების მინდორი ხომ დანაღმულია,
უმზერს სიკვდილი ყოველ ნაბიჯს ცივი,ვერანი!
შეჩერდი-მეთქი,ჩემს სიცოცხლეს წამი აკლდება!
წამი მომაკლე,მიკვირს ნუთუ ჩემი მტერი ხარ?!
შეჩერდი,საით?ეს ქვეყანა წამით ფასდება,
შეჩერდი,წამო!შენ ყველაზე მშვენიერი ხარ!
 


02.05.2011

,,წახვედი და...
დამიტოვე თეთრი სუნთქვა!
თეთრი სუნთქვა,
ნაოცნებარ ფერებით.
წახვედი და....
შემევერცხლა თმები
სულ მთლად!
თმები,
შენგან ნაფერები ხელებით.
წახვედი და..
გგრძნობდა
გული უტიფარი!
თვალს გისწორებ,
გხედავ ისევ თავხედი!
მქონდა შენი იმედი და დაპირება,
რომ შენ ერთხელ,
სულ ცოტა ხნით
წახვედი!"..
 



ო, მე სიყვარულს არა გთხოვ უკვე _
ის საიმედო ადგილას არის.
არც შენს საცოლეს არ შეაწუხებს
ეჭვები შენგან წასული ქალის.

ოღონდ ერთ რჩევას მოგცემ მეგობრულს
(საქმროს ზრდილობა ყოველთვის შვენის!):
მას წააკითხე ჩემი ლექსები,
დე, შეინახოს პორტრეტიც ჩემი!

ამ სულელ ქალებს ახარებთ მხოლოდ
დამარცხებული მეტოქის ხილვა,
ხოლო პირველი ნაზი დღეების
მოგონებანი არ უღირთ ჩირად.

...და როს ცხოვრება ახალ სატრფოსთან
ვეღარ მოგიკლავს უგონო წყურვილს,
როს მოიყირჭებს ყველაფერს ერთად
კმაყოფილი და მაძღარი სული,

ნუ შეაშფოთებ ღამეებს ჩემსას,
ნუ მოხვალ _ მე შენ არ გიცნობ სულაც
და სენისაგან "ბედნიერება",
გულითაც მსურდეს, მე ვერ განგკურნავ.
 



გინდა რომ მიყვარდე? - მიყვარხარ !
სადამდეც იმსახურებ მხოლოდ იქამდე,
ჩემი სიყვარული თუ გინდა გიწილადო
შენს გულშიც ჩაიხედე....შენც უნდა გიყვარდე!
მელოდები? - რატომ მელოდები !
ცხოვრება სასტიკია - ხალხს დროს ართმევს,
თუ არ მოინდომებ ამ ცხოვრებაში,
ბედნიერებას ვერავინ მოგართმევს.
გაპატიო? - გაპატიებ !
მთავარია რომ შენ შენს თავს აპატიო,
და ნათლად დაინახავ,რომ 
ადგილი გექნება სრულიად საპატიო.
დაგიჯერო? - დაგიჯერებ !
მთავარია,რომ შენ შენი დაიჯერო
და თავი შენი
საკუთარი თავის რწმენით გაიჯერო.
წამოვიდე? - წამოვალ !
მთავარია,რომ შენ წამოხვიდე,
და მაქედან სადაც ეხლა ხარ
ცადო რომ .......... შენითვე ამოხვიდე.
ვეცადოთ? - ვეცადოთ !
მთავარია,რომ შენ ეს ცადო,
უნდა მოინდომო და .....
ძალიან..... ძალიან უნდა ეცადო.
ალბათ ხვდები,რომ აქ ყველაფერი,
მხოლოდ შენშია და ნუ მკითხავ რა ხდება,
შენს დასახმარებლად შენ თუ არ დაეხმარე,
ვერავინ ვერასდროს ვერაფერს გახდება!


ადამიანებს, ხშირად დაგვდევს ბედის დაცინვა,
ეს ირონია,მეგზურივით აგვედევნება,
წაქცეულები, გზად გამვლელებს ვებღაუჭებით-
და ბოლოს ქვა კი...უფრო ხშირად...იმათგან გვხვდება!...
ხელს ნუ ჩაიქნევ...თუ წაქცეულს ფეხი დაგადგეს,
ეცადე მაინც...თავად შეძლო ფეხზე დადგომა,
თორემ...სიბრალულს მათხოვარიც წუთით მიიღებს,
ამ წუთის იქით...რომ აღარც კი გემახსოვრება!
ხელს ნუ ჩაიქნევ...თუ სიკეთეც მტრად მოგიბრუნდა,
მადლის სანაცვლოდ, თუ ბალღამი შემოგაჩეჩეს,
გჯეროდეს!...სადღაც არის...ვიღაც, უფრო ძლიერი-
აი, იმასთან არაფერი დაგეკარგება!
ნუ ატირდები!...იმ იმედით, რომ ცრემლს მოგწმენდენ,
ვიღაცა მოვა...და დაურგავს შენს სულს ყვავილებს...
იმ ვიღაცასაც...თუ სისუსტე არ დაანახვე,
გაგეცლება და...იმ ცრემლებზეც ცრემლს დაგიმატებს!
 


1
- უკაცრავად. თქვენი სახელი?
- გოჩა.
- გვარი?
- ჩიფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2

- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი…


არ გინდა?ყოველ გაღვიძებაზე...ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს...
და მზის საოცარ გაღიმებაზე,რომ დაგეწაფო...ისე დაგლიო...
ბალიშად ჩემი ხელები გქონდეს...ბავშვივით მაინც, ოდნავ მორცხვობდე...
სადღაც შორს, ქარი გიჟივით ქროდეს...და ერთმანეთის ფიქრით ვცოცხლობდეთ...
რომ ერთი გვქონდეს დღეცა და ღამეც...და ერთმანეთის უხმოდ გვესმოდეს...
რომ აღარაფრად გვიღირდეს წამი...ყოველი წუთი... ჩვენ რომ შევცოდეთ...
კვლავ გამაგიჟოს შენმა სურნელმა...შენი სხეულის ცეცხლით ვიწვოდე...
რომ მომიაროს აზრმა სულელმა...და რას ვაკეთებ, რომ არ იცოდე...
რომ აღთქმა დავდოთ, უაზროდ მოკლე...რომ ჩვენი გრძნობა იქნება წმინდა...
რომ არ შემეძლოს უშენოდ მოვკვდე...და შენც უჩემოდ ვერ მოკვდე მინდა...
არ გინდა?ყოველ გაღვიძებაზე ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს... 
 


მე თანახმა ვარ,
გაზაფხული შენით დაიწყოს,
მე თანახმა ვარ,
რომ სტროფებიც შენით აიწყოს.
მე თანახმა ვარ,
სიკეკლუცით ცოტა მაწვალო.
მე თანახმა ვარ,
შენ რამდენიც გინდა გაცალო. 
მე თანახმა ვარ,
ვიყო შენი ყოველი წამი, 
შენს ამოსუნთქვას ყურს ვუგდებდე
მე ყოველ ღამით.
მე თანახმა ვარ
დაგელოდო, შენ კი– მოხვიდე.
მე თანახმა ვარ
ჩაგესუნთქო, ხელი მომხვიე.
მე თანახმა ვარ
საკურთხეველთან, შენც იგივე თქვა.
მე თანახმა ვარ
გყვავდეს შვილი, რამდენსაც მომცემ.
მე თანახმა ვარ,
ერთმანეთს რომ შევეჭაღაროთ.
მე თანახმა ვარ,
შვილიშვილები სოფლად ვატაროთ.
მე თანახმა ვარ,
რომ პირველი წავიდე მიწად,
შენ როცა მოხვალ, თბილი დაგხვდეს
ჩემს გვერდით მიწა.
 


გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს
დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული
სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს
დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული
ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრილვართ
მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი
ის ვარ ვინც თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ.
ვინც თქვენ ასე გიყვარდათ და აღმერთებდით
რატომ გიკვირთ ნუთუ ასე შევიცვალე
მე ხომ მხოლოდ ციცქნა გული ამომგლიჯეს
მე უბრალოდ დამცინეს და მიმატოვეს
ჩემში ცელქი წყნარი ბავშვი ამოძირკვეს
არ შეშინდეთ..მე უბრალოდ მომკლეს ცოცხლად
აღარა მყავს საოცნებო სიყვარული
აღარც ცრემლი, არც იმედი, აღარც სევდა
აღარც ტანჯვას აღარა გრძნობს ჩემი გული
რატომ გიკვირთ რომ ვიღიმი .. გული ნახეთ..
აბა გულში ჩაიხედეთ როგორ ცივა
იქ ობოლი შენახულა მოგონება
და ამდენი ვაებისგან სულიც მტკივა
წასვლის დროა მგონი სადღაც ვაგვიანებ
აბა კარგად არ მგონია ისევ მნახოთ
და ერთსა გთხოვთ დატანჯული გოგოს ხსოვნა
სულ მცირე…


Blog
Blogs are being updated every 5 minutes