****'s blog

****
39, Zugdidi, Georgia

სადა ხარ ეხლა,რომ იცოდე რანაირ მდგომარეობაში ვარ,ისე მინდა ეხლა შენს ახლოს ვიყო,შენს სუნთქვას ვგრძნობდე,მაგრამ ყველაფერი ეს ისეა შესაძლებელი,როგორც ცისა და დედამიწის შეერთება.მე მგონია,ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ ბედნიერების,რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში.მე მგონია არასოდეს არ განმეორდება ის დაუბრუნებელი წამები მთელი თავისი სიმშვენიერითა და სილამაზით.რა საშინელი მარტოობაა...რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას...მეშინია...მეშინია...
  ეხლა განშორების წინ მთელი ჩემი წარსული,უფერული,მეგობრობასა და თანაგრძნობას მოკლებული,საოცნებო სახეს იღებს და მიმზიდველი ღიმილით მეპატიჟება...მეპატიჯება მხოლოდ და ვინ იცის,ავისრულებ ოდესმე ჩემს წადილს,ვიქნები ისევ ისეთი,რაც ვიყავი უკანასკნელ ხანებში თუ არა?_არ ვიცი!
  ბავსვობიდან მწამდა ბედისწერა.იგი ჩემი მუდმივი მტერი იყო...მე არ მახსოვს მისგან რაიმე კეთილი საქმე.ხვალინდელი დღე…



მე იშვიათად გიგონებ ახლა,
შენს ბედს არა ვჭვრეტ, როგორც მისანი,
იმ უმნიშვნელო შეხვედრამ შენთან
გულს დააჩნია მაინც ნიშანი.

განგებ გვერდს ვუვლი შენს წითელ სახლს და
მღვრიე მდინარეც თავისთვის ღელავს,
მზით გაჯერებულ სიმშვიდეს მაინც
მწარედ გიშფოთებ _ ვიცი და მჯერა.

შენ არ ხარ კაცი, ვისაც ვუყვარდი,
სწვავდა სურვილი ჩემი შეხების,
არც ის კაცი ხარ, ვინც ჩემი ტანჯვა
მოავარაყა ოქროს ლექსებით,

მაგრამ მომავლის ანარეკლს ვხედავ,
როს ცისფერ სამოსს საღამო იცვამს
და ხელმეორე ჩვენი შეხვედრის
გარდუვალობას მე გული მითქვამს.


previous 1 2 3 next →
Blog
Blogs are being updated every 5 minutes