marika-'s blog

marika-
38, Gldani-Nadzaladevi, Georgia

04.06.2011

მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალებს მჟავე ცრემლებით ნუ დაულპობთ საკოცნელ ‏თვალებს ტყუილს იტყვი და მოკლე ფეხი მალე გაცვდება თქვენი პირობა ფარატინა ფურცელს დარჩება სიტყვა კაცური რო დაფასდეს ამას ეცადეთ ქალის ტკივილი მცირეოდენ თქვენც განიცადეთ...


01.06.2011


08.05.2011


მე სხვა მეტი არაფერი მაბადია,
მხოლოდ გული, ლოცვად ქმნილი სანთელი,
თუ უფალმა ყველა ცოდვა მაპატია,
თუ არ დამრჩა აღსარება სათქმელი...
მე სხვა მეტი არაფერი მაბადია,
ჩემი სულის გაზაფხული სხვა არი...
სიმარტოვე უკვდავების აღმართია
და სიჩუმე _ მონატრების ტაძარი.



/მამა პეტრე/


18.04.2011

asobit adamians vxvdebit,mashin roca gvenatreba mxolod erti...

vigimit mashin roca sinamdvileshi tirili gvinda...
vambobt ro yvelaferi kargadaa,roca dzalian cudad vart...
xelbs jibeebshi vicyobt roca xelchasakidi gvinda...


18.04.2011

ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის.

და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს,
რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი ყველაზე მეტად?
_მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და... შენს თავს ძალიან...


17.04.2011

მინდა შემოგწირო ჩემი სიყვარული,

ჩემი ოცნებები, ჩემი სიხარული.ჩემი ამბორი ხარ ვნება არეული,ყველგან შენ დაგეძებ როგორც მთვარეული...

დამღალეს ფიქრებმა, დამღალეს ლოდინმა,
უაზროდ განვლილმა ცხოვრების წუთებმა,

მე ისევ მარტო ვარ ვითარც მარტოსული
ციდან წვიმის წვეთად შენთან ჩამოსული.

შენი სიყვარულით ყოველთვის ავინთები,
შენი მონატრებით არასდროს დავიღლები,

როცა აღარ მოხვალ ცრემლად დავიღვრები ,
შენი ცხოვრებიდან უკვალოდ წავიშლები...


ისე მომენატრე რომ გაჩერდა დროის წამები

ისე მომენატრე ვეღარ ამბობს სათქმელს თვალები
ისე მომენატრე ჩემი გრძნობით ზეცა ატირდა
ისე მომენატრე რომ ზაფხული უცებ გაცივდა

რატომ მომენატრე ჩემს გულს იცავს კარების ფიქრის
ფიქრით დაღლილი მონატრება იმედთან მიჰქრის
ისე მომენატრე რომ ამ გრძნობამ მთვარეც გაათბო
ისე მომენატრე მონატრებამ ღვინოც დაათრო

ისე მომენატრე რომ წარსული ცრემლებად მექცა
ისე მომენატრე გრძნობა ფურცელს ეხება ლექსად
ისე მომენატრე შენზე ფიქრებს ვეღარ ვიცილებ
ისე მომენატრე რომ დაღლილიც ვეღარ ვიძინებ.


14.04.2011

ცხოვრება დიდი სიხარული,
მაგრამ უფრო დიდი დარდია
სილაღით აღსავსე საათები
წამით მოირბენენ და გარბიან.
იმედს ნურასოდეს ნუ დაკარგავ
სანთელ-საკმეველი აქვეა!
თუმცა ძნელი არის საპოვნელად
სადღაც ახლო-მახლო მარხია
სიმართლის მახვილი ალესილი
გზებს რომ გაგიკაფავს ხლართიანს!
გვირაბის ბოლოს ხომ სინათლეა,
ზღაპარში კი არა, ცხადშიაც...
ის ერთი სანთელიც იმ ტაძარში
შენი სიკეთისთვის ანთია.
ღმერთი დაგლოცავს და არ გაგწირავს
კალთას დაგაფარებს მადლიანს.


14.04.2011

დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი
ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს.
უგუნური და ფარისეველი გმობს მოაზროვნეს,
უკითხავს მორალს.

აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე,
გადაჰყოლია ხალხი გართობას
გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში
მარტომ ებრძოლო უსამართლობას

თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი
და მეგობრობის ფასი არ მყარობს, რა შეგიძლია?
შენი ლექსებით, გინდა შეცვალო მთელი სამყარო?

როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი
და უმეცარნი ყალბად ელავენ,
შენი ღირსებით გახელებულნი
ბილწი ენებით გადაგთელავენ

ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან,
ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ,
სიკეთისა და სევდის ქომაგი,
დგეს სევდის ფერით რად შემოსილხარ?

ნუ დაგასუსტებს უიმედობა,
ნუ მიეცემი დარდების გროვას,
ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ
გარდაუვალი სიმშვიდე მოვა.


Blog
Blogs are being updated every 5 minutes