CHABA7's blog

CHABA7
33, Rustavi, Georgia

დედაა სიწმინდევ არც კი იცი როგორ მიყვარხარ,რა ძვირფასი ხარ ჩემთვის..მას შემდეგ რაც ენა ამოვიდგი მინდოდა ერთადერთი სიტყვა „დედა“ მეთქვა,დღეს უკვე დიდი ვარ გამართულად ვმეტყველებ და მინდა გითხრა „დედა მიყვარხარ“..პირველად ტაატით გავიარე და შენსკენ წამოვედი,მას შემდეგ ოთხით,ბაჯბაჯით თუ სირბილით შენთან მოვრბოდი შენს კალთაში ვჯდებოდი და შენს თბილ მკლავებში ვიძინებდი..ახლა უკვე დიდი ვარ,თუმცა კიდევ მინდა მაგრა-მაგრა ჩაგეხუტო და ასე გაგრძნობინო ჩემი შენდამი სიყვარული...
ეხლა მახსენდება და თავი ყველაზე სულელი ბავშვი მგონია..დეე ხშირად მეუბნებოდი ავად ვარო,შენ არ იცი რა ცუდად მხდიდა ეს ორი სიტყვა „ავად ვარ“..ყოველ ღამე ღმერთს ვევედრებოდი ღმერთო ოღონდ ხვალ დედა ცოცხალი დამხვდეს და აღარ გავაბრაზებ მეთქი..ღამე სულ მეღვიძებოდა,ეშმაკები მეუბნებოდნენ ხვალ გაიღვიძებ…


1. ამერიკაში 58 მილიონ ძაღლზე მეტია.

2.კატები და ძაღლები 11მილიარდის საკვებს მოიხმარენ ყოველწლიურად.

3.თითის ფრჩხილები 4ჯერ ჩქარა იზრდება ვიდრე ფეხის თითები.

4.ადამიანები 10,000,000 ჯერ ახამხამებენ თვალს წელიწადში (ერთ ადამიანზეა საუბარი).

5.ბოსტნეულის შიშს ლაქანოფობია ჰქვია.

6.წუთში დაახლოებით 50 ბიბლია იყიდება მთელს მსოფლიოში.

7.ყოველ წელს ჩრდილოეთ ამერიკელი ბავშვები ნახევარ მილიარდ დოლარს ხარჯავენ საღეჭ რეზინებზე.

8.ადამიანი ყოველდღე დაახლოებით 50 ტუალეტის ქაღალდის ფურცელს იყენებს
9.ჰონოლულუ ერთადერთი ადგილია მთელს ამერიკაში, სადაც სამეფო სასახლეა.

10.ყველაზე მეტი თანხა მებაღეობაზე იხარჯება(სხვა ჰობებთან შედარებით).

11.32 წელიწადში 1 მილიარდი წამია.

12.გულწითელები დაახლოებით 4.2 მეტრი სიგრძის ჭიაყელებს ჭამენ ყოველდღე.

13.1880_იან წლებში “Pants” (შარვალი) მიჩნეული იყო უწმაწურ სიტყვად.

14.უმეტესი მტვრის ნაწილაკი შენს სახლში , შექმნილია მკვდარი კანისგან.

15.ადამიანი საშუალოდ 13 ჯერ იცინებს დღეში (13*7=91 წუთ სიცოცხლეს)…


გოგონი შენმა თვალებმა, სიცოცხლე შემაყვარაო,

წამოდი ჩემთან იცხოვრე თორომ გულს დარდი შემომეყარა....


შენი ცხოვრებით ისე იცხოვრე
არ მიაყენო არვის ზიანი
მათხოვარი რომ მათხოვარია
მასშიც ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი

თუ მის ღირსებას ფეხქვეშ გათელავ
სულში რომელსაც უმღერს იანი
მაშინ მხეცი ხარ კაცი კი არა
არც უნდა გერქვას ა დ ა მ ი ა ნ ი

სჯობს სულში ია-ვარდი ახარო
ეს არასოდეს არის გვიანი
შეძლებ განდევნო სული ბოროტი
თუკი კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი

ბოროტ ზრახვებზე მაღლა დადექი
ეს არასოდეს არის გვიანი
მეც წაგაქეზებ: მიდი, ამაღლდი
შენ ხომ კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი

ნუ დააფასებ ამპარტავნებას
თავმდაბლობა სჯობს გულდარდიანი
გული ეძებე: სათნო, კეთილი
კაცში ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი

ყველა ბალახი ბალახი არის
ვაჟას უყვარდა…


ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ

არ მოგატყუოს ლამაზო ქალო,

იგი ვინც უფრო თავს გევლებოდეს,

იგი არასდროს არ შეიყვარო.

შეხედულება შენ ნუ მოგხიბლავს

გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი

ის კი არ კმარა ილაპარაკო

მე მყავს კეთილი შეყვარებული.

ლამაზ ტანსაცმელს, მდიდრულ ცხოვრებას,

შენში არასდროს ქონდეს დიდება,

სული ეძიე ადამიანში

ხორცი ბაზარშიც კი იყიდება.

ნუ გაგიტაცებს შენ სილამაზე

და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი,

მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა:

"ყველა კაცია - ადამიანი?!"


გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.

ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
- ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით,…


შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!

გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.

უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.

იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი

მაღლა-ღმერთი, აქ-დედა


ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,…


ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ, ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება

იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება

გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის, და ყველაფერი კარგად იქნება

ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ატყობ რომ არ გიხდება

ნუ შიშობ უფლის, იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება

როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება

მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას , თქვი ყველაფერი კარგად იქნება

რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება

რწმენას მოუხმე და შენ იხილავ რომ ყველაფერი კარგად იქნება

თუ ცოდვები გაქვს სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენკენ იხრება

ის მოწყალეა ყველა ცოსვილის და ყველაფერი კარგად იქნება

როდესაც იმედს აზრი არა აქვს და…


11.08.2010

ქვეყანა გმირთა
როგორ დამშრალა ბაგეს ღიმილი,
ანდა სიმღერა ''შავლეგოს'' გარდა,
ისმის გოდება, ტირილ-ჩივილი,
მტერი მოგვაწყდა სამშობლოს კართან.
როგორ დამშრალა სისხლი ძარღვებში,
ციცქნა სამშობლოს შესწირეს იგი...
მტერმა გვაჩუქა ტყვიის წარღვნები
და არ დაინდო პატარა, დიდი!
როგორ დამშრალა თვალებზე ცრემლი,
რით დავიტირო დღეს საქართველო?!
უცხოელი თუ ჩვენივე მრევლი
ახლა ქართველობს, ყველა ქართველობს!
როგორ დამშრალა სოფელი ხალხით!...
უფალო, შეგთხოვთ ქვეყნად მშვიდობას!
რამდენმა დედამ ჩაიცვა თალხი,
რამდენი ვერც კი დაემშვიდობა!
როგორ დამშრალა გრძნობის მდინარე,
საწყლად ფეთქავდნენ ორაგულები...
დიდი შიშისგან გამომდინარე
ერთურთს ჩავჭიდეთ ხელისგულები!
როგორ დამშრალა კალმის მელანი,
რაც მოხდა, ამას რა ძნელად ავღწერთ!
დაეცა სულით მტერი - ვერაგი!
ხუთჯვრიან დროშას კვლავ ცაში ავწევთ!
მაგრამ არ დაშრა ქვეყანა გმირთა,
ისევ აღდგება სული ტანჯული!
სიამაყე ხართ ვაჟკაცნო შვილთა,
რომ გწამთ სამშობლო, ენა და რჯული!


Blog
Blogs are being updated every 5 minutes