CHABA7's blog

CHABA7
33, Rustavi, Georgia

09.08.2010

ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთებვა,
შინ მოუსვლელი ძმები გვახსოვდეს,
მოვალთ წვიმებათ, მოვალთ ნისლებად,
ჯარისკაცებათ აღარასოდეს,
ხარობს ქვეყანა,მღერის ბუნება,
არავის ახსოვს მწარე წუთები...
დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლები
ჩვენ კი არასდროს არ დავბრუნდებით,
არ დავბრუნდებით, ვერ დავბრუნდებით
ვერ ვაგუგუნებთ ძმები ვერია,
თქვენთვის ვიბრძოლეთ რაც კი ვიბრძოლეთ,
თქვენთვის ვიმღერეთ რაც გვიმგერია..
ერთი ყუმბარა გვეყო ასეულს
თქვენი გულისთვის თავი გავწირეთ,
ბევრნი ვიყავით ერთი საფლავი
თხილის გულივით გავინაწილეთ..
მაგრამ სიცოცხლე ისევ გრძელდება
შინ მოუსვლელი ძმები გვახსოვდეს
მოვალთ წვიმებად, მოვალთ ნისლებად,
ჯარისკაცებად აღარასოდეს........
 


09.08.2010

გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ,
ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა,
თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ,
მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან
ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი
მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ,
ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით
და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ.
ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი,
ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა ყელამდე
ამოგვეტენა მუცლები და მეზობლის ბავშვი
ჩვენთან რჩებოდა, მისი დები მუდამ ღელავდნენ.
ვერ დავივიწყეთ ცრურწმენა, რომ ურნატის მოკვლა
გამოიწვევდა დედის სიკვდილს ანდა პირიქით
დასჭირდებოდა ვიდრე პაპას საწოლში მოვლა,
ჩვენც მასთან ერთად დავდიოდით, მასთან ვიდექით
როცა სტუმარი ეწვეოდა, როცა გამვლელი
შემოვიდოდა. ჩვენც ვისხედით ხშირად მთვრალებთან,
ნაჭრევი ჰქონდა პაპას ყელთან ერთი მტკაველი
სიკვდილის პირას ჩვენი შუბლი ძალას ჰმატებდა.
ვერ დავივიწყეთ ბებია რომ ითვლიდა დღეებს,
როდესაც მამა წავიდოდა…


- გინდა მძღოლი გავაგიჟოთ? - ჩასჩურჩულა გიომ ანუკის. - როგორ? - ჩშშ.. ოღონდ არ დაიბნე და ამყევი. - კაი. გიომ თვალი ჩაუკრა, მერე სერიოზული სახე მიიღო და ხმამაღლა, მძღოლის გასაგონად თქვა: - ანუკი, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა... - რა იყო? - არ ვიცი როგორ გამიგებ, შეიძლება ცუდად გამიგო, მაგრამ ესე გადავწყვიტე... - მითხარი. - უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და... - და? - ცოლად უნდა გამომყვე. - რაა?! - უნდა მოგიტაცო. - გაგიჟდი??! - არა, სერიოზულად გეუბნები! ახლავე, ამ ტაქსით! ანუკიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და თავი ჩაღუნა. მძღოლი გაოცებული ისმენდა ამათ ლაპარაკს, თან სარკეში იყურებოდა დაბნეული თვალებით. გიო უცებ…


09.08.2010

ერისთავი და აკაკი რაღაცაზე წალაპარაკდნენ. ერისთავმა რიხით უთხრა პოეტს: "ნუ დაივიწყებ, აკაკი, რომ მე, რაც უნდა იყოს , მაინც ერისთავი მქვია".
_ბატონო, ერი კი აღარ გყავს, ჩამოგართვეს, და ცარიელი თავი გინდ გებას და გინ არა. _მიუგო მგოსანმა.
  


კლიენტს ვავსებინებ ანგარიშის გახსნის განაცხადს. ყველა ველის გასწვრივ არის დაბეჭდილი რა უნდა ჩაიწეროს, მაინც მეკითხება. მეც დიდი მოთმინებითა და ღიმილით ვპასუხობ (აღარ მიკვირს მასეთი კლიენტები):
- აქ რა დავწერო?..
- თქვენი დაბადების თარიღი....
- ციფრებით თუ სიტყვიერად?..
- როგორც თქვენ გნებავთ...
- აქ რას ვწერ?..
- აქ თქვენი სახელი და გვარი...
- სიტყვიერად???
კინაღამ ვუთხარი ციფრებით მეთქი, მაგრამ იქ აღარ ვიდექი..... ტუალეტში ვგორაობდი ჩაბჟირებული...
------------------------

ქალს რომელსაც სამომხმარებლო სესხი უნდოდა დავუბარე : დახასიათება მომიტანეთ თქვენი უფროსის მეთქი , და ჭკვიანმა უფროსი დაახასიათა თვითონ , ხელი მოაწერა და მოიტანა .... საკრედიტოში რა ხდებოდა ამის შემდეგ უნდა გენახათ
------------------------
მესმის საოპერაციოდან : კლიენტი გოგო სასოწარკვეთილი ხმით ხმამაღლა ეძახის მოლარე-ოპერატორს, 1 თვე გადამიცდა უკვე და…


პახმელიაძე ვიღვიძებ
ბორჯომი მინდა ძალიან,
ჯიბეში ფული არა მაქ
უბორჯომობაც შარია...

არადა ნაღდად ცუდად ვარ,
და თავიც თითქოს სხვისია
მაღაზიაში წავედი,
დალოცვილ იყოს ნისია...


ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს, კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი, მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი, როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ…


previous 1 2 3 4 next →
Blog
Blogs are being updated every 5 minutes