...........'s blog

...........
35, Tbilisi, Georgia

22.11.2018

- ყოველთვის და ყველგან გჯეროდეთ საკუთარი თავის, მოუსმინეთ თქვენი გულისცემის ჰარმონიას, მიეცით თავს უფლება იყოთ ისევ ისეთი მეოცნებე ბავშვი , რომელსაც ზღაპრების სჯეროდა და ნახავთ, რომ თქვენ იპოვით თქვენს ჯადოსნურ ნატვრის ხეს, ჭრელი ტოტებით და ფერადი ფოთლებით…ოღონდ დაიჯერეთ, რომ შეძლებთ, რომ სიცოცხლე ღირს ყველა ჩვენს ოცნებად, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და შემოდგომით ნატვრის ხიდან დაცვენილ ფოთლებს , ახალი ჩაანაცვლებს. თითოეული იმედგაცრუება ახალი შანსია ცხოვრებაში… თითოეული კრახი, თითო ახალი მიზეზია სიცოცხლის შემართებით გასაგრძელებლად… თოთოეული ცრემლი მილიონ ღიმილად ფასობს…


22.11.2018

დარდში კი მართლა და რა ფანტაზიაა! გრძნობ, რომ ეს დაუშრეტელი ფანტაზია მუდმივი დაძაბულობით ბოლოს იფიტება, იშრიტება, რადგან ხომ მოწიფული ხდები, იცილებ ძველ იდეალებს: ისინი მტვრად, ნამსხვრევებად იქცევიან; თუ სხვა ცხოვრება არ გაგაჩნია, ამავე ნამსხვრევებისგან მოგიწევს მისი აშენება. ამასობაში კი სული რაღაც სხვას ითხოვს და სურს! და მეოცნებე, როგორც ნაცარში, ამაოდ იქექება თავის ძველ ოცნებებში, ეძებს თუნდაც მცირე ნაპერწკალს, რომ იგი გააღვივოს, განახლებული ცეცხლით გაითბოს გაცივებული გული და მასში კვლავ აღიდგინოს ყველაფერი, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო, სულს აღელვებდა, სისხლს უჩუხჩუხებდა, თვალთაგან ცრემლებს ადენდა და ასე საუცხოოდ ატყუებდა!


22.11.2018

როგორი სიყვარულის ნაკლებობაა ირგვლივ...რა სიცარიელეა...რა უსულგულობა...რა გაუტანლობა... არადა დღევანდელი დღეც გადის... ხვალე? არ ვიცი იქნება?... ეს დღე არასოდეს დაბრუნდება, არასოდეს! მომეფერე სანამ ვარ, მომაფერებინე სანამ ხარ, მომეცი საამისოდ გული წრფელი... ნუთუ ასე ძნელია სითბოსა და სიყვარულის გაცემა?! შემინდე... შემანდობინე... შენი გულწრფელობით...და მერე ერთად ვეახლოთ უფალს... ხვალ, ან ზეგ...რავიცი, როცა ინებებს... ნუ ვიქნებით გულცივნი და გულგრილნი, უსიყვარულოდ არ შეიძლება არსებობდე...


09.11.2018

-გუშინ ნახე?
-ვნახე
-და მერე?
-მიყურებდა....ვერ გავბედე შემეხედა. ვერ გავბედე რადგან მეშინოდა მისი თვალების, რომლებიც ჩემს მიმართ ზიზღს გრძნობდნენ
-და იქნებ არ ეზიზღები
-ვეზიზღები...უბრალოდ მინდოდა მივსულიყავი, მეთქვა რომ სიგიჟემდე მენატრება, მეთქვა რომ მის გარეშე ბედნიერი არ ვარ...მეთქვა რომ ცარიელი ვარ და მიჭირს მაგრამ ვერ შევძელი....
-გეშინია მისი პასუხის?
-არა, უბრალოდ რომ მკითხავს რატომ წახვედიო რა ვუთხრა? როგორ ავუხსნა რომ მისადმი გრძნობები მქონდა და მეშინიდოა...სიყვარულის მეშინოდა გესმის? სიყვარულის და ტკივილის.
ყოველ ჯერზე როდესაც წარმოვიდგენდი რომ სხვა უყვარდა ან მოწონდა ცუდად ვხდებოდი, თვალებიდან ცრემლები მომდიოდა....წარმოიდგინე რამდენად რთულია როდესაც ადამიანი რომელიც გიყვარს გეუბნება რომ სხვა მოსწონს და მასზე გესაუბრება...ბოლოს კი თავადაც ვერ არკვევს შენ ვინ ხარ მისთვის. მე არ მინდოდა…


,,დაშორება არ ნიშნავს იმას რომ დაივიწყებ, უბრალოდ ხანდახან ასე სჯობია მისთვის... როცა არჩევანს ვერ აკეთებს ადამიანი შენ უნდა გაეცალო რადგან გაიხლიჩება მისი სული. გაუშვი, რადგან თუ არ უნდა შენთან ყოფნა მაინც წავა და მიგატოვებს. სიყვარული გრძნობაა და არა თანაგრძნობა, რომელიც არ მჭირდება მე არავისგან. შეიძლება უყვარდი ან უყვარხარ, მაგრამ ალბათ ისეთი ძვირფასი არ იყავი მისთვის, რომ შენს გამო რაიმე დაეთმო".


09.11.2018

რატომ ვერასდროს ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს?

ახლა, ისე, როგორც არასდროს მაწუხებს ეს კითხვა.
როგორ ვერ უნდა იგრძნო, როგორ ვერ უნდა მიხვდე, როგორი სიყვარული შეუძლიაქალს.
როგორ ვერ უნდა დააფასო მანამ, სანამ შენთანაა.
როცა უყვარხარ, როცა იცის, რომ 1 წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი და არაფერს გეუბნება, რომ მოვალეობის გამო არ იყო მასთან.
„ხომ შეეძლო..“
შენ კი, შენც, კაცს, „ძლიერ სქესს“, ამავე დროს ყველაზე სუსტს და მშიშარას, სიგიჟემდე გიყვარს ისე, რომ თავადაც ვერ ხვდები.
უსაფუძვლოდ ტკენ, უყურებ და გეშინია, იმიტომ, რომ შენზე ბევრად აღმატებულია.
არ მიდიხარ მასთან იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას ირიდებ. ელოდები, როდის მოვა თვითონ, რომ მერე, „რამე რომ იყოს სათქმელი გქონდეს, მე ხომ არ მოვსულვარ, შენ მოხვედიო“.
რატომ ვერ ვსარგებლობთ თითოეული…


12.11.2018

ამბობენ, რომ გულის ტკენას საბოლოოდ ეჩვევა ადამიანიო. ცხარე ცრემლებს დაღვრის, იქვითინებს, იბღავლებს და ბოლოს შეეგუება. თითქოს ეს ჰგავს ხრეშიან გზაზე ფეხშიშველა სიარულს, თავიდან მწარე ჩხვლეტებს გრძნობ, ტერფები გეკაწრება, მერე თანდათან ეჩვევი და მასზე სირბილიც არ გტკენს გაუხეშებულ ფეხისგულებს. და მაინც მგონია, რომ ტკივილი წარუვალია, ის სიკვდილამდე წამებად გაგყვება, უბრალოდ არ გამოხატავ და გულით ჩუმად ატარებ, სადამდეც გაუძლებ (((


26.11.2018

''.... მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ადამიანს ვიცნობ, რამდენისგან ღალატი მიგემია, რამდენს გავუყიდივარ, თუ ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა, დღემდე ვინც მიღიმის და თბილად მესაუბრება ყველა ჩემიანი მგონია. რატომღაც ვფიქრობ, რომ როგორც მე ვიღებ მათ, ისე არიან ისინიც. ზოგადად ადამიანი სიკეთისთვის გაჩენილი ქმნილება მგონია, რომელსაც უჭირს მოძებნოს საკუთარი გზა და სიბოროტეს მხოლოდ შინაგანად არეულ მდგომარეობაში ყოფნის დროს აკეთებს. ამასაც ქვეცნობიერად, თორემ ისე ვერ იკადრებს... აქვე ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ბოდვაა და მეტი არაფერი, მაგრამ არ მინდა დაჯერება სიბოროტის...

ზოგჯერ იმდენად მარტო ვარ მთელ სამყაროში, მიფიქრია იქნებ ამის გამოა ასეთი ჩემი დამოკიდებულება სხვების მიმართ, რომ გულისთვის მემეტება ყველა და მეტი არაფრისთვის. ვიცი…


მეშინია...
და ზუსტად ყოველ ღამით იმის ფიქრით ვიძინებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ტკბილი სიზმრები იმ ადამიანზე ვინც მართლა მიყვარს და უცბათ კოშმარში გადავერთვები, თითქოს ვებრძვი უსინდისოდ გამოცხადებულ საგანს, დავიღალე და ვნანობ რატომ ჩავერთვე-მეთქი..უკვე გვიანია!!
დადგა ღამის 2-3 საათი , და როგორც იქნა დავაღწიე თავი ამ ყველაფერს. თვალები კვლავ დახუჭული, ყურში ჩამესმის წყნარი წვიმა, ნელ-ნელა უმატებს თითქოს უნდა შემოხეთქოსო...
ფანჯარას კვლავ ეტყობა წკრიალა მარგალიტების კვალი, ჭექა-ქუხილი კი ალამაზებს ამ ყველაფერს, თვალებს ვახელ და ვგრძნობ, რომ ვმშვიდდები. ჩავიჩურჩულებ: " ჩემ ნაირი გოგოები არ უყვარდებათ,
ჩემ ნაირ გოგოებზე ფიქრში არავინ ათენებს ღამეს-მეთქი.."
ამ დროს ცრემლის ტალღები მოუსვენრად დარბიან თვალებში და აი, ვეღარც ვითმენ და ვტირი..ვტირი ბოლომდე.


12.11.2018

ყველა ვერ გეყვარება ეცადე, რომ არ გძულდეს მაინც. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ცხოვრება აქვს და ეს ცხოვრება სულ ოდნავ მაინც არის მახინჯი, უბრალოდ გვიან ვხვდებით ფასეულობებს. მას ვისაც ხელს ვკრავდით თურმე ძვირფასი და საჭირო ყოფილა და მას ვისაც ვიხუტებდით ჩვენი მიწასთან გასწორება შეეძლო. ეს კი მაშინ როდესაც მიწასთან გაგვასწორებენ, აღარავინ იქნება ვინც ჩვენს ფეხზე დაყენებას შეძლებს, რადგან ისინი თავად ჩამოვიშორეთ გზიდან. წამიერი სურვილებით უნდა ვიცხოვროთ და სწორედ ისინი ვაქციოთ ბედნიერ მომენტებად. მაგრამ არ აგერიოს, ის რაც გაბედნიერებს და გახარებს, შენი მოკვლაც შეუძლია.


Blog
Blogs are being updated every 5 minutes